ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა იტალიის პარლამენტს

რუსეთს აგრესია გრძელდება. მსხვერპლის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. „117 ბავშვია დაღუპული, რაც საბოლოო მონაცემი არ არის. ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ეს ხდება ახლა, 2022 წელს“ – ასე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს. ონლაინჩართვისას კანონმდებლები სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად, უკრაინის პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთს უკრაინიდან ჯარის სასწრაფო გაყვანა მოსთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად დიპლომატიური გზები გამოინახება.ზელენსკიმ იტალიის მთავრობას სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.