ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების ცხოვრება და სიცოცხლე, – განაცხადა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ყველაფერს და ყველას დაიბრუნებს რუსული ტყვეობიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი გაიმარჯვებს ზუსტად უკრაინის მიწებზე – დონბასში, აზოვის რეგიონში, ხერსონის ოლქსა და ყირიმში. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება მსოფლიოს ყველა კუთხეში.