ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„უკრაინისთვის უახლოესი კვირები რთული იქნება, თუმცა ბრძოლისა და გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არ არის“-  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ახლა დონბასშია. მისივე განცხადებით, უკრაინის ყველა პარტნიორი თანხმდება, რომ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თავისუფალი მსოფლიოს საერთო ღირებულებების დაცვას ემსახურება.