ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„ვერანაირი ბოროტება ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ვერ დაიმალება ბუნკერში“, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან უკრაინელების ხსოვნისა და შერიგების დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში გააკეთა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ სიმბოლურად ეს ვიდეომიმართვა კიევის ოლქში, ბოროდიანკაში, რუსების მიერ დაბომბილი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის წინ ჩაწერა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოროდიანკაში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ნაციზმის დასრულებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაისის თვეა, ბევრი უკრაინელისთვის ჯერ ისევ თებერვალი გრძელდება.