ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

ომის დაწყებიდან ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გადაიყვანეს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პარლამენტში ვიდეოჩართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ დეპორტირებული უკრაინელების გადაყვანას ქვეყნის შორეულ რეგიონებში, ართმევენ მათ საბუთებს, პირად ნივთებს, მათ შორის მობილურ ტელეფონებს.

მისივე თქმით, რუსები უკრაინელ ბავშვებს მშობლებს აშორებენ. ზელენსკიმ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იპოვონ ინსტრუმენტები, რომლებიც შეაჩერებენ იძულებითი დეპორტაციას და უკრაინელებს სახლებში დააბრუნებენ.