ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„ვინ მართავს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ მოსკოვი, დაშინების გზით“, – განაცხადა მორიგი ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, გადასცენ უკრაინას თვითმფრინავები, ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები და ტანკები. ზელენსკის თქმით, უკრაინა ითხოვს იმ თვითმფრინავებისა და ტანკების მხოლოდ ერთ პროცენტს, რომელიც ნატო-ს აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, იმ სამხედრო დახმარებაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინას სჭირდება.