ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ

„უკრაინა მზადაა ომის დასასრულებლად რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები გამართოს, რადგან დიპლომატიური გზა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დასაწყისიდანვე, მოსკოვთან პირდაპირ მოლაპარაკებებს დაჟინებით მოითხოვდა, რადგან შუამავლების მეშვეობით დიალოგის ნებისმიერი ფორმატი არაეფექტურია. ზელენსკის თქმით, დღეს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებმა, კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ დაინახეს, რომ რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების სურვილი არ აქვს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებმა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში უშიშრობა გამოავლინეს, ამიტომ მას რუსეთთან მოლაპარაკების არ ეშინია. აქვე მან დაამატა, რომ კვირას, 24 აპრილს კიევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვევიან.