ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება - ომის 120-ე დღე

უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, ბოლო ერთ დღეში 11 ევროპელ ლიდერს ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკი. სატელეფონო დისკუსიების დეტალებზე მან მორიგ მიმართვაში განაცხადა. მანამდე, კანადელ სტუდენტებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტმა თქვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერაში დარწმუნებულია. მან ასევე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და უკრაინისთვის იარაღის დაჩქარებულად მიწოდების საჭიროებას გაუსვა ხაზი. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დახმარებისთვის.