ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის წარდგენით, უკრაინამ გადადგა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. პრეზიდენტმა ოდესაში შარლ მიშელის ვიზიტზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის ევროპისადმი დამოკიდებულება დადასტურდა მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის იქ ყოფნის მიუხედავად, რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.