ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან სამშაბათს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები რუსეთის უძლურებაზე მეტყველებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ხარკოვის პარკში საბავშვო ატრაქციონების დაწვით და ხორბლის საწყობების განადგურებით, რუსეთი სულ უფრო შორდება ცივილიზაციას.