ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

რუსეთის მიერ პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტას უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ეხმაურება. ზელენსკი აღნიშნულს შანტაჟად აფასებს.  მისი თქმით, რუსეთი ერთიან ევროპას სამიზნედ განიხილავს და რაც უფრო მალე შეთანხმდება ყველა, რომ არ უნდა იყვნენ რუსეთზე დამოკიდებულები, მით მალე დადგება სტაბილურობა. უკრაინის პრეზიდენტმა პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირთან შეთანხმება უკრაინისთვის ტარიფების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთს სურს შექმნას ქაოსი გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი, საკვები პროდუქტების მიმართულებით.