ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკოლაევი და ოდესა მოინახულა

12:07, 19.06.2022

უკრაინის პრეზიდენტმა მიკოლაევისა და ოდესის ოლქები მოინახულა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მიკოლაივის ოლქში არსებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში არსებულ ვითარებას, კერძოდ, მოსავლის აღებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ფერმებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევის შემდეგ, ოდესას ეწვია. მედიის ცნობით, ზელენსკიმ ომში დაჭრილი ის ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ოდესის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

 

მსგავსი