ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა

18:25, 25.04.2026

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის აზერბაიჯანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი მზადაა აზერბაიჯანში მოლაპარაკებებისთვის, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექვს დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის დეტალებზეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უკრაინის ლიდერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ომის დროს გაწეული დამხარებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის თქმით, ომის განმავლობაში უკრაინამ აზერბაიჯანისგან დახმარების 11 პაკეტი მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს უსაფრთხოების სფეროში ღრმა თანამშრომლობის დამყარება შეუძლიათ და ამ მიზნის მისაღწევად ბევრია სამუშაო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება როგორც აზერბაიჯანში, ასევე უკრაინაში და ძალიან კარგი შესაძლებლობებია ერთობლივი წარმოებისთვის. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას კი ალიევმა განაცხადა, რომ კომპანია „სოკარი“ უკრაინაში წარმატებით ოპერირებს და ამ მიმართულებით ძალიან კარგი პერსპექტივები არსებობს.

მსგავსი