ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაცული ტერიტორიების მარშრუტზე
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2025 წელს მილიონ 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი. შემდეგ მოდის სათაფლიის მღვიმე და წალკის კანიონი.
ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ 515 188 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 12%-იან ზრდას ასახავს, ხოლო უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ითაა გაზრდილი.