ვიზიტი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში

ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის ელჩთან ერთად, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა. ისინი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, თურქმენეთთან ფარმაკოქიმიისა და ზოგადად, მედიცინის მიმართულებით ურთიერთობის კიდევ გაღრმავებისთვის.