„ვიზეარის“ ბაზა ბრუნდება

15:40, 03.07.2021

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზა დააბრუნა. კომპანია ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა ქუთაისის აეროპორტში.

სალონიკის რეისის განხორციელებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად გააცილეს სალონიკის მგზავრები და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მსგავსი