ვითარება რეგიონებში დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის კუთხით

რა ვითარებაა რეგიონებში დაავადებათა კონტროლისა და მონიტორინგის კუთხით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი აჭარაში, გურიასა და ფოთში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. მოინახულა რეგიონული სამმართველო და განყოფილებები, შეხვდა თანამშრომლებს.

აღნიშნა, რომ გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურების მხარდაჭერა, ასევე კადრების გადამზადება და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა. რეგიონული სამსახურების ფუნქციებია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და დაავადებათა გავრცელების პრევენცია, ასევე ინფექციური დაავადებების შემთხვევებზე რეაგირება და ეპიდაფეთქებების მართვა.