ვითარება უკრაინაში

გამოცხადებული თავდასხმის ქრონიკაასე შეიძლება ეწოდოს იმ მდგომარეობას, რომელიც უკრაინაშია. ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია. კიევში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის საზღვრებთან უკვე მობილიზებულია 149 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე. კიევში ამბობენ, რომ პროვოკაციები დონბასში სამი დღეა, არ წყდება. უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, საოკუპაციო ძალები დეზინფორმაციას ავრცელებენ და სხვადასხვა მეთოდებით უკრაინელი სამხედროების პროვოცირებას ცდილობენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ აშშ, გერმანიისა და ბრიტანეთის საელჩოების მსგავსად, კიევში წარმომადგენლობას ხურავს. ნატო და მისი თანამშრომლებიც ბრიუსელსა და ლვოვში გადადიან.

უკრაინის დედაქალაქში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი – ოპერატორი გიორგი კიკვაძე, ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და კორესპონდენტი ლევან ახალაია.