ვითარება საველე ჰოსპიტალში

ყოველწუთიერად ივსება საწოლები საველე ჰოსპიტალში, სადაც ამჟამად 76 პაციენტია – მათი 80% ჟანგბადდამოკიდებულია. როგორც ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, ინფიცირებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

დიღომში, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ სივრცეს 200 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა, გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ციფრი გაორმაგდება.