ვითარება საჩხერის სამედიცინო ცენტრში

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი, 100-მდე პირი, კლინიკაშია იზოლირებული და ანალიზის პასუხს ელოდება. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეს უკვე ქვეყანაში მესამე მედიკოსია, რომელიც „კოვიდ 19“-ით, შესაძლოა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინფიცირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის წევრები კი იზოლაციაში არიან. უშუალოდ მერს კი კორონავირუსზე ტესტირებას დღის ბოლოსთვის ჩაუტარებენ.

ირმა ჭოლაძე მუშაობს იმერეთში და როგორია ბოლო ინფორმაცია რეგიონიდან, ჩვენი ჟურნალისტი ადგილიდან მოგვიყვება.