ვითარება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე

ქვეყნის მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია. მებაჟე ოფიცრები და ექიმი-ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს ახორციელებენ.

სამედიცინო პერსონალი სპეციალური დამცავი ტანსაცმლით არის აღჭურვილი. აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებასა და პრევენციულ ღონისძიებებს ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი გაეცნო.