COVID 19 - ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. ბოლო მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვირუსი 25 პირს აქვს დადგენილი. ვირუსს ერთი პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილია 1925 წელს დაბადებული ქალი, რომელსაც სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, აქ უკვე მეოთხე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღრიცხულია სულ 34 შემთხვევა, კარანტინში კი 340 ადამიანი იმყოფება.