ვითარება „ნამახვანჰესზე“

„ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე ყველა ჩატარებულ კვლევას, ექსპერტიზა არ ჩაუტარდება და საბოლოოდ არ შემოწმდება – ამის შესახებ „ენკას“ ახალმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.

დღეს ის, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მერაბ ლომინაძის განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

მისი თქმით, თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით გამოვლინდება. კომპანია „ენკას“ ახალი დირექტორი დღეს ადგილობრივებსაც შეხვდა.