ვითარება მარნეულის შესასვლელთან

მარნეულის შესასვლელთან კონტროლი გამკაცრებულია. დღეს ტერიტორიაზე კარავი დადგეს მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პერიმეტრს პოლიციისა და თავდაცვის ძალები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ – დამონტაჟებულია ღამის ხედვის კამერებიც, რომლებსაც მართვის პუნქტიდან ამოწმებენ. მობილური ჯგუფები არაძირითად გზებზეც პატრულირებენ.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, საკარანტინო ზონის სურსათით და აფთიაქებით მომარაგების მხრივ პრობლემა არ არსებობს.