ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში

ბოლნისთან ერთად, უკვე ორი კვირაა, მარნეულიც კარანტინშია. მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში მყოფ ერთ პაციენტს, რომელსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნება, ანალიზს ხვალ აუღებენ. ორშაბათიდან კი საბავშო ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს მათთვის განსაზღვრულ საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ. მუნიციპალიტეტში კარდაკარის პრინციპით ადგილობრივების სამედიცინო შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა.

ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან.