ვითარება კლინიკებში

ინფიცირების შემთხვევათა მატების პარალელურად, ჰოსპიტალურ სექტორზე მოთხოვნა იზრდება – კლინიკების ნაწილში თავისუფალი ადგილები არ არის და ექიმებს პაციენტების მიღებაზე უარის თქმა უწევთ. ამასთან, სპეციალისტების თქმით, ვირუსის ახალი შტამი განსაკუთრებით მძიმედ ახალგაზრდა ადამიანებში მიმდინარეობს და მათი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა ხდება საჭირო.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საწოლფონდის რაოდენობა უკვე გაიზარდა და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოიმატებს. პარალელურად, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების გადაყვანა კოვიდსასტუმროებში ხდება.