ვითარება ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე

2023 წლის 1-ლი ივნისიდან პურპროდუქტების ბაზარზე ახალი რეგულაციები, ე.წ ჰასპის სტანდარტი ამოქმედდება. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარისა და „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად სანიტარულ-ჰიგიენურ და ტექნიკურ შემოწმებას მოიცავს. გარდა რეგულაციებისა, მათი თქმით, ფქვილისა და ხორბლის ფასი შემცირებულია და მარტამდე ცვლილებებს არ მოელიან. ამასთან, როგორც ისინი ამბობენ, პრობლემა არ არსებობს არც მარაგების მხრივ.