ვითარება კარანტინის ზონაში

მარნეულში, სადაც კარანტინია გამოცხადებული, კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული. მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისინი, ვისაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ, საველე ჰოსპიტალში სწრაფი ტესტირებისთვის გადაჰყავთ. ყველა შემთხვევაში დღეს პასუხი ნეგატიური იყო.

დღის ბოლოს მარნეულში მდებარე კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან სამი პაციენტის პასუხს ელოდებოდნენ, კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. საკარანტინე რეჟიმის პირობებში გადაადგილება მკაცრად კონტროლდება – კარანტინის გამოცხადებიდან მეხუთე დღეს მუნიციპალიტეტში მიმოსვლა შემცირდა.

ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან ბოლო მონაცემებით.