ვითარება გუმათში

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია გუმათის დასახლებაში გრძელდება. ამ დროისთვის რიონის ხეობაში სიმშვიდეა. დღეს პროექტთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ  დიალოგი შედგება, სწორედ ამიტომ არის გადაწყვეტილი ევროკავშირის მედიაციის მექანიზმის გამოყენება.

დღესვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიაციის კუთხით ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან სრული ნდობა ექნება და ყველა გადაწყვეტილება ობიექტურად იქნება შეფასებული.