ვითარება გუმათში

გუმათის დასახლებაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში რამდენიმე ლოკაციაზე რჩებიან. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიაციის კუთხით ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან სრული ნდობა ექნება და ისინი ყველა გადაწყვეტილებას ობიექტურად შეაფასებენ.