ვითარება გუმათის დასახლებაში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დილიდან სოფელ გუმათში არიან შეკრებილები. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კვლავ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის გახსნას ითხოვენ. უწყებამ რკინის კონსტრუქციის მხოლოდ ნაწილი აიღო და გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. თავის მხრივ, საავტომობილო გზა გადაკეტილი აქვთ აქტივისტებსაც.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ისინი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, დიალოგი მაშინ გაგრძელდება, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდება.