ვითარება გორის საავადმყოფოსთან

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, დღეს რამდენიმე მნახველს ელოდებიან. მანამდე კი მას პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ასევე სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წარმომადგენელი, ცენტრ „ემპათიას“ წევრი, მარიამ ჯიშკარიანი მოინახულებენ. ექიმები შეაფასებენ, როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ.