ვითარება ციციშვილის კლინიკაში

ბოლო ორი კვირაა, ციციშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკაში ინფიცირებულთა მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა. მართვით სუნთქვაზე სამი ბავშვი რჩება. კიდევ ორს კი ჟანგბადით დახმარება ესაჭიროება. ჯამში, საავადმყოფოში 100-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 35 მშობელია.

კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, აცრილი მათგან მხოლოდ ორია. მაია ჩხაიძე ზრდასრულ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, მით უფრო იმ ფონზე, რომ მალე, შესაძლოა, სწავლა უშუალოდ სასკოლო სივრცეში განახლდეს. საფრთხის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, ჩხაიძე ემხრობა საწყის ეტაპზე რისკჯგუფებში შემავალი ბავშვების აცრის დაშვებას, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იმუნიზაციის საბჭომ უნდა მიიღოს. ამ დროისთვის მსოფლიოში, როგორც ბავშვების, ისე ორსულების ვაქცინაცია მხოლოდ „ფაიზერისპრეპარატითაა დაშვებული.