ბოლნისის საკარანტინო ზონაში მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება გრძელდება

18:24, 27.03.2020

ბოლნისის მკაცრ საკარანტინო ზონაში მოქალაქეების გამოკვლევა გრძელდება.

ჯანდაცვის ჯგუფებს საეჭვო სიმპტომებით მოქალაქეები დღეს არ გამოუვლენიათ. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მუნიციპალიტეტი საკვები პროდუქტებით დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად მარაგდება და დეფიციტი არ არის.

ბოლნისში გიორგი კობერიძე მუშაობს.

მსგავსი