ვითარება ბავშვთა კლინიკაში

ექიმები ციციშვილის სახელობის კლინიკაში წლამდე ასაკის ორი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. ჰოსპიტალში სულ 70-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. მხოლოდ შვიდი პაციენტის მშობელია ვაქცინირებული. ასევე, ვაქცინირებული არ არის 12 წელს ზემოთ ასაკის არცერთი პაციენტი. კლინიკის დირექტორი ვაქცინაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მშობლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.