ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

12:12, 08.04.2026

დონალდ ტრამპი ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, საპასუხოდ კი ამ პერიოდში „ჰორმუზის სრუტე“ დაუყოვნებლივ გაიხსნება. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ეს ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა იქნება. მისივე თქმით, აშშ-მა ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო, რაც რეალურად მოლაპარაკებების საფუძველია. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ისრაელშიც, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა ირანიც, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ჰორმუზის სრუტეში“ უსაფრთხო გავლა ორი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა, ეს ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ირანული მხარის ინფორმაციით, პაკისტანის დედაქალაქში პარასკევიდან ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყება. თუმცა, როგორც ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს და მტრის მხრიდან მცირედ შეცდომასაც კი საკადრისი პასუხი გაეცემა. სიახლეებით გახარებული ირანის მოსახლეობა ეროვნული დროშებით ხელში თეირანის ქუჩებში გავიდა.

მსგავსი