ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი – რამდენ შემთხვევაში ვერ დგინდება ინფიცირების წყარო საქართველოში, დგას თუ არა ქვეყანა მორიგი ეპიდაფეთქების ზღვარზე და რა ხდება სამეზობლოში

21:22, 13.06.2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ხუთი პირის ინფიცირების პირველწყარო ამ დრომდე დაუდგენელია. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ასეთი ათი პაციენტია. სპეციალისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სიფრთხილე მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების დაცვაა.

საქართველოს მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში ამ დროისთვის 136 ინფიცირებული მკურნალობს. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 851 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 702 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.

თათია ტაბეშაძე დეტალებით.

 

მსგავსი