ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო, ექიმები სეზონური ვირუსების გააქტიურებას ელოდებიან. რისკებს სასწავლო სეზონის დაწყებაც აჩენს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში „კოვიდ 19“-ის ომიკრონის შტამის გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელება სტანდარტულზე უფრო ადრე დაიწყოს. თვის ბოლოდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების 200 000 დოზას ელოდებიან. მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკჯგუფებს, დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ გასულ წელს იმუნიზაციის ცენტრებში მიმართვიანობა საკმაოდ დაბალი იყო.