ვირუსების სეზონი – მედიკოსთა რეკომენდაციები
მწვავე რესპირატორული ინფექციების მატებასთან ერთად, გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობა. მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, სახსრებისა და თავის ტკივილი ის სიმპტომებია, რომელიც ამ სეზონის თანმდევ ვირუსებს ახასიათებთ. გრიპის აქტიურად გავრცელების პარალელურად, მედიკოსები მოსახლეობას პრევენციისკენ მოუწოდებენ, ვაქცინაციის ჩატარება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ეს ავადობის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ექიმები პირადი ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას.