ვირუსების გავრცელების მაჩვენებლები

როგორია ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი ზამთრის სეზონზე – სპეციალისტები ავადობის შემთხვევების ზრდას მიმდინარე თვეში ელოდებიან და პიკს აანონსებენ. როგორც ირკვევა, ყოველკვირეულად მზარდია H1, ანუ „ღორის გრიპის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.

გაზრდილია მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებშიც. იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მხოლოდ გასულ კვირას პნევმონიით 37 მოზარდი შეიყვანეს, კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, არცერთი მათგანი აცრილი არ ყოფილა. შესაბამისად, მთავარი რეკომენდაცია ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.