„ვარდისფერი ოქტომბერი“

12:25, 13.10.2025

 „ვარდისფერი ოქტომბერი“ – საქართველო მსოფლიოსთან ერთად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს აღნიშნავს. მიზანი დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებაა. ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები. საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. 2024 წელს საქართველოში ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1 995 ახალი შემთხვევა. სკრინინგული კვლევები უფასოა და საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია.

მსგავსი