ვაქინაციის პროცესი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება. „თბილისის ზღვის პლაზაში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მეორე დოზით ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „ფაიზერის“ და „სინოვაკის“, ასევე „სინოფარმის“ ვაქცინით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სამინისტროს 20 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.