ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია

მუხრანში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის, იმუნიზაციის პროცესისა და ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლარიანი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.