ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვნენ

მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვნენ. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, შექმნილია მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ბრიგადები დილიდან შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ აცრების მიმდინარეობას. მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით სამხედრო ექიმები უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.