ვაქცინაციის პროცესი - სპეციალისტთა შეფასება

პადემიის დასრულების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე მედიკოსები აქტიურად საუბრობენ. სპეციალისტები მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი საზოგადოებას იმ რისკებს შეახსენებს, რაც ვაქცინაციაზე უარის თქმას მოჰყვება.

ივანე ჩხაიძის თქმით, თუკი მოთხოვნა არ გაიზრდება და ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება, აუცილებელი 60 პროცენტის აცრას სამი წელი დასჭირდება.