ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

12:05, 09.09.2021

მასობრივი იმუნიზაცია გრძელდება. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 405 877 აცრაა ჩატარებული – ესაა ორივე დოზით და ერთჯერადად აცრილი მოსახლეობის საერთო რაოდენობა. ვაქცინა გასულ დღე-ღამეში 24 670 ადამიანმა გაიკეთა.

აცრის გაკეთება ყველა ქალაქსა და რეგიონში შესაძლებელია. სამედიცინო დაწესებულებების გარდა, გახსნილია სპეციალური ცენტრები და მუშაობს მოძრავი ავტობუსები, სადაც წინასწარი ჯავშნის გარეშე შესაძლებელია იმუნიზაციის პროცესში ჩართვა.

 

მსგავსი