ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

„დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელებისა და ეპიდსიტუაციის ყოველდღიური დამძიმების ფონზე, სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის პროცესი. მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციისთვის ეწყობა ახალი სივრცეები – აცრა დაიწყება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც.

ქვეყანა ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს ელოდება და სხვა ქვეყნების გამოცდილებით ვარაუდობს, რომ შემოდგომიდან აცრის ასაკობრივი ზღვარი 12 წლამდე დაიწევს. მაშინ, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ინფიცირდება და ათეულობით მოქალაქეს ვკარგავთ, ვაქცინაციის მაჩვენებლები შედარებით გაუმჯობესებულია. ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 25 000 ადამიანი იცრება. თუ ეს ტემპი გაგრძელდება, მაშინ წლის ბოლომდე საქართველოს იმუნური ფენის მისაღწევად საჭირო რაოდენობა – ანუ მოსახლეობის 60% აცრილი ეყოლება.

„მოამბემ“ კლინიკების რეანიმაციული და ინტენსიური განყოფილებების მონაცემები გამოითხოვაიქ მყოფ მძიმე 1 800-მდე პაციენტს შორის ორჯერადად აცრილი არცერთი არ არის.