ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო, თუმცა მედიკოსთა ნაწილი ამ პოზიციას იზიარებს. ექიმები და სფეროს ექსპერტები კიდევ ერთხელ განგვიმარტავენ, რომ აცრის შემდეგ ვირუსის გადადების საშიშროება მკვეთრად მცირდება, დაინფიცირების შემთხვევაში კი მკურნალობა უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს.

რაც მთავარია, მნიშვნელოვნად იკლებს გარდაცვალების რისკი. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა დასარწმუნებლად მასშტაბური საინფორმაციო კამპანიაა საჭირო, განსაკუთრებით რეგიონებში.