ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში ერთჯერადად აცრილი ადამიანების რაოდენობა 143 ათასს აღემატება, ორჯერადად 30 ათასზე მეტია ვაქცინირებული. ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ინფიცირებულთა მაჩვენებელი არ გაიზარდოს.

ვაქცინაციის საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე სრულად ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ორჯერადად აცრილ პირებში ვირუსი რთულ ფორმებში არ ვლინდება და 100 პროცენტით არის გამორიცხული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური შედეგები.