ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის რისკი მაღალია, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, პირბადეების გამოყენება 40 %-მდე შემცირდა, რაც რთულ მდგომარეობამდე მიიყვანს ქვეყანას. ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებელია რეგულაციების დაცვა.

იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად, სოციალური კამპანია გრძელდება. დღეს რეჟისორი გოგა ხაინდრავა ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

დატოვე კომენტარი